ფუტკრის რძე ფუტკრის რძე წარმოადგენს ნახევრად თხევად, გაუმჭირვალე, მაწვნისმაგვარ ღია მოყვითალო ფერის ნივთიერებას, რომლის ქიმიური შემადგენლობა ძალზე რთულია. იგი შედგება 130-ზე მეტი ორგანული ნაერთებისგან. ფუტკრის რძის მიღების წინა პირობაა ფუტკრის ოჯახის მიერ დედის გამოყვანა. ოჯახის დაობლების შემდეგ სამუშე ლავრა (ჭუპრი) უნდა გარდაიქმნას სადედე ლავრად. ამ შემთხვევაში სამუშე ლავრიან უჯრას ფუტკრები რძით გაავსებენ და ეს საკვები, ხდება მიზეზი, იმისა, რომ მუშა ფიტკრის მაგივრად (ცოცხლობს 3-5 თვე) მიიღება დედა ფუტკარი. (ცოცხლობს 5-7 წელი). სწორედ ამ უჯრედებიდან, დედა ფუტკრის გამოჩეკვამდე, ხდება ფუტკრის რძის შეგროვება მეფუტკრის მიერ. მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციის „აპიმონდიას“ მიერ დადგენილ იქნა, რომ:„არც ბიოლოგიაში და არც მედიცინაში ჯერ-ჯერობით არ არსებობს ისეთი ეფექტური ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება ცოცხალი ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად და აგრეთვე გამრავლების სტიმულირებისათვის, როგორიც არის ფუტკრის რძე“. თვისებები: გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ადამიანის სხეულში ფუტკრის რძე ანახლებს სისხლს. კერძოდ, ადამიანის სისხლის ჰემოგლობინის რაოდენობა იზრდება და ხდება მისი განახლება. ჰემოგლობინი არის სისხლის ის ნაწილაკები, რომლებსაც გადააქვს ჟანგბადი სასუნთქი ორგანოებიდან ქსოვილებამდე და ქსოვილებიდან გადააქვს ნახშირორჟანგის გაზი სასუნთქ ორგანოებამდე. ჰემოგლობინის განახლება აუცილებელია, რაგდან ორთოგენეზის პროცესში ის განიცდის გადაგვარებას და მას აღარ შეუძლია შეასრულოს ჟანგბადის გადატანა. გარდა ჰემოგლობინის განახლებისა ფუტკრის რძე წმინდავს სისხლს ქოლესტერინისაგან ეს იწვევს სისხლძარღვების და კაპილარების გასუფთავებას, რაც ხელს უშლის უჯრედების დაღუპვას და ნაოჭების წარმოქმნას. შენახვა: მტკიცდება, რომ რძე უნდა მივიღოთ ნატურალური სახით, ამჟამად გამომშრალი რძის ფხვნილის ან ტაბლეტის სახით დამზადება უარყოფილია. იგი ადვილად ფუჭებადი პროდუქტია, მას ინახავენ მაცივარში 2-6°c-მდე. ჰერმეტულად თავდახურულ მცირე ზომის მინის ჭურჭელში, ან ერთჯერად შპრიცში.